ზაალ ანჯაფარიძე Tbilis Open Air-ზე რუსეთის დროშასთან დაკავშირებულ ფაქტზე: ეს იყო გამიზნული პროვოკაცია - ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე და მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 25 მაისი 2025, 20:23

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ სიტუაციას.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშაზე საჯაროდ მოშარდვა იყო სრულიად გამიზნული პროვოკაცია და ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე და მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში.

„Tbilisi Open Air“-ზე რუსეთის დროშაზე საჯაროდ დაფ***ა იყო სრულიად გამიზნული პროვოკაცია, რომლის ავტორებმაც მოძებნეს ვიღაც ბრიყვი შემსრულებელი და ალბათ კარგადაც გადაუხადეს ამ პერფორმანსში. მოკლედ, როგორც თავად ხედავთ ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე, მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში და იმედი აქვთ ამით მიაღწევენ მიზანს.

არ მგონია, რომ ამ ერთი ინციდენტის გამო რუსეთი რაიმე დესტრუქციულ ქმედებებზე წავიდეს ჩვენს წინააღმდეგ, დღეს საამისოდ არ სცალია, თუმცა გამორიცხული არაფერია. იმ საცოდავმა იკითხოს, რადგანაც შეიძლება იმ პერფორმანსში აღებული ფული გვერდზე დარჩეს და მოხმარებაც ვერ მოასწროს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ
ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა
პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო?“ - პირველი ბზარი „ნაცმოძრაობის“ ერთობაში
გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
ზაალ ანჯაფარიძე: გუშინდელმა დებატებმა „რუსთავი-2“-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ინტელექტუალების დეგრადაციის ახალი დონე
არქივი