დავით ქართველიშვილი ტრამპის მილოცვაზე: ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა" აშკარად ცვლილებებია შესატანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 27 მაისი 2025, 21:47
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავლაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღისადმი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვას ეხმიანება. პოსტში ქართველიშვილი ოპოზიციის მისამართით აკეთებს მინიშნებას და აღნიშნავს, რომ ტრამპის მილოცვა რადიკალებისათვის „საკონტროლო გასროლას" ჰგავს.

„ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა" აშკარად ცვლილებებია შესატანი. დღეიდან საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით უამრავი გაჭირვებული ისარგებლებს, რა თქმა უნდა, ამ „არალეგიტიმური" მთავრობის ხელში ჩავარდნილი ბიუჯეტის ხარჯზე...

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს: „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია - ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, - ნათქვამია მისალოც წერილში," - წერს დავით ქართველიშვილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი