დროა ევროპის ცალკეული დედაქალაქების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გადახედონ სუვერენულ და თავისუფალ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას, სხვაგვარად თავად დაზიანდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
337 04 ივნისი 2025, 11:57
ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი და მისი ცალკეული კოლეგები ვერ აცნობიერებენ, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარის წერილებს უნდა უპასუხო და ძალადობა უნდა დაგმო, როცა ევროგრანტების ცალკეული ბენეფიციარები სჩადიან ამას. საქართველო აღარაა ის სახელმწიფო, სადაც ზემოდან უნდა უყურებდე მის ხელისუფლებას და აიგნორებდე კომუნიკაციას. ამგვარი მახინჯი მიდგომით ვერცერთი დასავლელი დიპლომატი ვერ მოიპოვებს მასპინძელი ხალხის კეთილგანწყობას - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დროა ევროპის დედაქალაქებმა სერიოზულად გადახედონ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანი თავადვე მიადგებათ.

„ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი და მისი ცალკეული კოლეგები ვერ აცნობიერებენ, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარის წერილებს უნდა უპასუხო და ძალადობა უნდა დაგმო, როცა ევროგრანტების ცალკეული ბენეფიციარები სჩადიან ამას. საქართველო აღარაა ის სახელმწიფო, სადაც ზემოდან უნდა უყურებდე მის ხელისუფლებას და აიგნორებდე კომუნიკაციას. ამგვარი მახინჯი მიდგომით ვერცერთი დასავლელი დიპლომატი ვერ მოიპოვებს მასპინძელი ხალხის კეთილგანწყობას.

დროა ევროპის ცალკეული დედაქალაქების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გადახედონ სუვერენულ და თავისუფალ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას, სხვაგვარად თავად დაზიანდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი წერილით მიმართა ევროპელ დიპლომატს და კვლავ ხაზგასმით აღნიშნა:
• ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს.

• ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა, რაც ექსტრემიზმია.“ - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა
დავით ქართველიშვილი: იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე
ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როცა ქვეყანა ევრობიუროკრატიული გავლენების ქვეშაა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, შედეგი მძიმეა, საქართველო რომ გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ამავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით
ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას
ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანხვედრა არსებობს
არქივი