როცა დავით ქართველიშვილის წერილს ვკითხულობდი, ტრამპის სიტყვები გამახსენდა. მან თქვა, რომ კანადას აშშ მიიერთებს. თანაც, ისე მარტივად განაცხადა ეს გეგმა, თითქოს არც კი არსებობდეს კანადა, როგორც სუვერენული სახელმწიფო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 10 ივნისი 2025, 16:31
დღეს გამოქვეყნდა ჩვენი მეგობრის, დავით ქართველიშვილის ვრცელი ანალიზი „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ. ბრწყინვალედ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ უახლოეს პერიოდში მათი ხელით დანგრეულ ქვეყნებს საბოლოოდ გაუუქმებენ სახელმწიფოებრიობას და კორპორაციული ტიპის მმართველობას დააკანონებენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არაფორმალური ოლიგარქებისათვის, არ არსებობს სახელმწიფოს ცნება, არ არსებობს სუვერენიტეტი და ეროვნულობა მით უმეტეს. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამ - მათი დიდი ინტერესები. ამიტომ, ამ დიდ ინტერესებს მოამსახურებენ ყველას და ყველაფერს, ხოლო რაც გზად გადაეღობებათ, ეცდებიან რომ გაანადგურონ.

„დღეს გამოქვეყნდა ჩვენი მეგობრის, დავით ქართველიშვილის ვრცელი ანალიზი „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ. ბრწყინვალედ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ უახლოეს პერიოდში მათი ხელით დანგრეულ ქვეყნებს საბოლოოდ გაუუქმებენ სახელმწიფოებრიობას და კორპორაციული ტიპის მმართველობას დააკანონებენ. თავის მხრივ, ეს იქნება არაფორმალური ოლიგარქების ჰეგემონიის დაკანონება, ლეგალიზება. ოჯახები თავს აღარ შეიწუხებენ ისეთი უხერხული პროცედურებით, როგორიცაა არჩევნები, პარლამენტის მუშაობა, სამთავრობო ვერტიკალი და აშ. პირდაპირ დანიშნავენ ბიზნეს მოდელიდან გადმოღებულ ერთპიროვნულ მმართველს და ასე გაიმარტივებენ ცხოვრებას. როდესაც ამ წერილს ვკითხულობდი, დონალდ ტრამპის სიტყვები გამახსენდა. მან რამდენჯერმე თქვა, რომ კანადას ამერიკის შეერთებული შტატები მიიერთებს 51-ე შტატად. თანაც, ისე მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განაცხადა ეს გეგმა, რომ თითქოს არც კი არსებობდეს კანადა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ასეც არის - არაფორმალური ოლიგარქებისათვის (არაფორმალური ჯერჯერობით, თუმცა როგორც ბევრჯერ ითქვა, მალე საკუთარ მმართველობას ლეგალიზაციას გაუკეთებენ ) არ არსებობს სახელმწიფოს ცნება, არ არსებობს სუვერენიტეტი და ეროვნულობა მით უმეტეს. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამ - მათი დიდი ინტერესები. ამიტომ, ამ დიდ ინტერესებს მოამსახურებენ ყველას და ყველაფერს, ხოლო რაც გზად გადაეღობებათ, ეცდებიან რომ გაანადგურონ!“, - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი