მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას - ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ, უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 14 ივნისი 2025, 11:06
მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ, - წერს ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, განსაკუთრებული მიღწევები იტალიელ "მიშისტ" ემიგრანტებს აქვთ, რომლებიც საქართველოს დელეგაციის მილანში ვიზიტის გამო შეშფოთდნენ და იტალიის ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვინც მოაფიქრდათ წერილი გაუგზავნეს, რომლითაც საქართველოს დასჯა მოითხოვეს.
 
ამ ფონზე კი, მანჯავიძე ყურადღებას ამახვილებს რეგიონში არსებულ საომარ ვითარებაზე და აცხადებს, რომ ახლა ევროპის გაკვირვების დრო არ არის და ყველაფერი უსაფრთხოებაზე იქნება დამოკიდებული, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა გაანეიტრალოს ყველა, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციის ხელშემწყობია და "შეუგნებელ ზომბებს" საზოგადოებამ დროზე უნდა მიუჩინოს კუთვნილი ადგილი. 

"მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას.
კაცობრიობა შეიშალა.
ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ.
ზეიმობს ლატვია, ხარობს ევროპა!
განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს იტალიელ მიშისტ ემიგრანტებში, რომლებმაც საშინელი  შეშფოთ-აღშფოთი გამოხატეს საქართველოს დელეგაციის ოფიციალური შეხვედრების გამო იტალიაში.  ისინი Შეითქვნენ, ᲨეკავᲨირდნენ, წერილი შეთხზეს და გაუგზავნეს  მელონის, იტალიის პარლამენტს და ყველას,  ვინც მოაფიქრდათ- გვარამიას მრევლი საქართველოს დასჯას ითხოვს. 
ანტიკური კომედიაა, როცა მართლმორწმუნე მიშისტ-გვარამისტები ვიღაცის ავტოკრატიულობაზე წერენ საჩივარს. (წერილს კომენტარებში გაახლებთ).
ახლა სერიოზულად.
ყველა ის, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს.
უნდა გაუქმდეს სოროსის ფონდი და მასთან აფილირებული ორგანიზაციები.
სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ.
უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე.
დივერსიული საინფორმაციო საშუალებები უნდა დაიხუროს.
მოკლედ-ახლა არ არის ევროპის დემოკრატიით გაკვირვების დრო-ევროპა კარგა ხანია მარაზმატიკულ პიკშია და თავი გასჭირვებია, რეგიონული ომი დაიწყო, სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგებით.
მთავარი უსაფრთხოებაა, მასზე შენდება ყველაფერი.
ამიტომ ამ შეუგნებელ ზომბებს  დროზე უნდა მივუჩინოთ ადგილი-მათ არსად არ მიეცეთ თავისი სიგიჟეების რეალიზაციის უფლება, არც ქუჩაში და არც საინფორმაციო სივრცეში-ეს მათთვისაც კარგია, გონს მოეგებიან და შეიძლება მერე მადლობლებიც დარჩნენ." - წერს სოსო მანჯავიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უსინდისო პატიმრების ოჯახის წევრებმაც და დავალების მიმცემებმაც იციან, რომ დანაშაულის აღიარების გარეშე არანაირი შეწყალება არ იქნება. ქმნიან ყალბ მოლოდინებს, რომ წარმოაჩინონ, როგორი „ულმობელია“ ხელისუფლება
ყალბი რეპორტაჟი ნაცრადიკალებზე Fox News-იდან; ავტორი, ტრამპმოძულე კრის მასარო, თავხედურად იტყუება, რომ თურმე აქ ზემასობრივი პროტესტებია და ირანიდან შთაგონებულია - წყაროებად ნაყარნუყარი უსამშობლოები
გერმანიის ელჩის რადიკალებთან შეხვედრაზე: ფიშერს შეუძლია, ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმვაზე, მეორეში კი - მის ვერ განხორციელებაზე
საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული. ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს
გერმანიის ელჩზე: მორიგი ფარული სერობა რადიკალურ ჯგუფებთან ირიბი დასტურია იმის, რომ როგორც ჩანს საელჩო უკმაყოფილოა მის მიერ აქაურ რადიკალებზე გაცემული გრანტების ნულოვანი ეფექტით
არქივი