ვატო შაქარიშვილი: ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 15 ივნისი 2025, 21:25

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ მსოფლიოზე „დიფ სთეითის“ - ოლიგარქიული ოჯახების ერთობის გავლენისა და მათი ინტერესების თემაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ეს სისტემა არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი პარტიაა სენატის ამ კონგრესის უმრავლესობაში ან რომელი კონკრეტული პირია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

„ისინი არ განსაზღვრავენ პოლიტიკას. პოლიტიკა განისაზღვრება სწორედ ამ ოლიგარქიული ოჯახების მიერ. ეს მოდელი დანერგეს ევროპაშიც და დაიქვემდებარეს მთლიანად ევროპული პოლიტიკა“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „დიფ სთეითს“ ბრძოლის სამი ფრონტი აქვს.

„ლგბტ იდეოლოგიის გაბატონება და ამ იდეოლოგიით ტრადიციული რელიგიების ჩანაცვლება, უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა. მუშაობდნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტების მთლიანად მოშლა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შეფერხება, ეროვნული იდენტობის მოშლა იმისთვის, რომ შემდგომში მათი კონტროლი და გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის ყოფილიყო მარტივი“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.

მან საქართველოს მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფორმირებულობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის.

„ამაზე იყო სწორედ ბრძოლა ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველომ უარი თქვა სხვისი ინტერესების გატარებაზე საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე. ამიტომ იყო ის უპრეცედენტოდ მასშტაბური შეტევა ჩვენს სახელმწიფოზე და . უნდა ითქვას, რომ ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი