დავით ჩიხელიძე: ბატონი პაველის მთავარ მიზანს ოპოზიციის გაკეთილშობილება წარმოადგენს! ბატონო ელჩო, თქვენი მცდელობა ამაოა, „ნაციონალი მოძრაობის“ რეინკარნაცია არასდროს მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 23 ივნისი 2025, 11:54

ყურადსაღებია, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, რომელშიც მოვლენათა ერთობლიობა ლოგიკური ჯაჭვით იკვრება და სურათის ერთიანობაში დანახვის საშუალებას იძლევა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის ელჩების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ გაცდა დიპლომატის მანდატს და ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევა არის, ელჩებს შორის, საქართველოს მტრობაში ეჭვგარეშეა პაველ ჰერჩინსკი დაწინაურდა, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს პატრონების დავალებას და რიგ შემთხვევაში სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მათე დავაძის და მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებები, ევროკავშირის ელჩი პოლიციელისთვის ხელკეტის დარტყმას და პოლიციელისთვის სახეში დარტყმას ამართლებს! აღნიშნული წარმოუდგენელი უგუნურება და შეურაცხყოფაა, რადგან იმავე დანაშაულისთვის ევროპის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა, უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.

„ყურადსაღებია, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, რომელშიც მოვლენათა ერთობლიობა ლოგიკური ჯაჭვით იკვრება და სურათის ერთიანობაში დანახვის საშუალებას იძლევა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის ელჩების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ გაცდა დიპლომატის მანდატს და ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევა არის, ელჩებს შორის, საქართველოს მტრობაში ეჭვგარეშეა პაველ ჰერჩინსკი დაწინაურდა, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს პატრონების დავალებას და რიგ შემთხვევაში სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, არაფერს ვამბობ არაარგუმენტირებულ განცხადებებზე, რადგან ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მათე დავაძის და მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებები, ევროკავშირის ელჩი პოლიციელისთვის ხელკეტის დარტყმას და პოლიციელისთვის სახეში დარტყმას ამართლებს! აღნიშნული წარმოუდგენელი უგუნურება და შეურაცხყოფაა, რადგან იმავე დანაშაულისთვის ევროპის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა, უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. ცალსახაა, ბატონი პაველის მთავარ მიზანს, არა ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება და ერთმანეთთან დაახლოება, არამედ საქართველოს ხელისუფლების გაშავება და ოპოზიციის გაკეთილშობილება წარმოადგენს! ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, „ნაციონალი მოძრაობის“ რეინკარნაცია არასდროს მოხდება.“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი