გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციად იქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 24 ივნისი 2025, 10:44
გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა.

„გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა.
ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება

პროპაგანდა და დეზინფორმაცია,
სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა,
პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი.
ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.
მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა.
მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი“, - წერს იგი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი