კენედის სიკვდილი არ იყო მხოლოდ ტრაგედია ერთი ერისთვის - ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ქვეყნისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
390 24 ივნისი 2025, 12:54
ჯონ კენედი, თავის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მიმართვაში ამბობს: “ჩვენ წინააღმდეგ, მსოფლიო მასშტაბით, დგას მონოლითური და სასტიკი შეთქმულება, რომელიც ძირითადად ფარულ მეთოდებზეა დამოკიდებული თავისი გავლენის სფეროს გასაფართოებლად: შეჭრის ნაცვლად ინფილტრაციაზე, არჩევნების ნაცვლად, დივერსიაზე, თავისუფალი არჩევანის ნაცვლად, დაშინებაზე.” ამ განცხადების შემდეგ, კენედი უპირისპირდება დიფ სთეითის მნიშვნელოვან განშტოებებს, -  ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, "დიფ სთეითის" განშტოებებთან დაპირისპირების შემდეგ, კენედი მთელი სისტემისთვის საფრთხე და დღემდე ყველაზე ბუნდოვანი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. 

ასევე, ოდიშარია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი, რომელიც ღიად საუბრობდა ფარულ მექანიზმებზე, გამჭვირვალობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე, თავად გახდა სისტემის სამიზნე, შესაბამისად, ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ქვეყნისთვის, რომ როდესაც დემოკრატიულად არჩეული ლიდერი ცდილობს, ხელში აიღოს ხელისუფლების ბერკეტები და ჩარიოს საზოგადოება რეალურ მმართველობაში, ის ეჯახება იმ მძლავრ სტრუქტურას, რომელსაც დღეს საზოგადოება "დიფ სთეითს" უწოდებს.

"ჯონ კენედი, თავის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მიმართვაში ამბობს: “ჩვენ წინააღმდეგ, მსოფლიო მასშტაბით, დგას მონოლითური და სასტიკი შეთქმულება, რომელიც ძირითადად ფარულ მეთოდებზეა დამოკიდებული თავისი გავლენის სფეროს გასაფართოებლად: შეჭრის ნაცვლად ინფილტრაციაზე, არჩევნების ნაცვლად, დივერსიაზე, თავისუფალი არჩევანის ნაცვლად, დაშინებაზე.” ამ განცხადების შემდეგ, კენედი უპირისპირდება დიფ სთეითის მნიშვნელოვან განშტოებებს: გეგმავს CIA-ს დაშლას, ათავისუფლებს მის დირექტორ ალენ დალესს (ირონიულად, კენედის მკვლელობის შემდეგ, სწორედ დალესი დასვეს საგამოძიებო კომისიაში), ცდილობს ფედერალური რეზერვის მონოპოლიის შესუსტებას, ვიეტნამში ესკალაციის წინააღმდეგ მიდის პენტაგონის სურვილების საწინააღმდეგოდ, აკრიტიკებს მედიას ელიტების ნარატივების საზოგადოების ცნობიერებაში ჩანერგვისთვის, ეწინააღმდეგება ისრაელის ბირთვულ პროგრამას, რითაც ხდება მთელი სისტემისათვის (ფინანსური, მილიტარისტული, მედია, დაზვერვა და ა.შ) საფრთხე და დღემდე ყველაზე ბუნდოვანი და გასაიდუმლოებული მკვლელობის მსხვერპლი. ჯონ კენედის სიტყვები არ იყო მხოლოდ ცივი ომის დროინდელი რიტორიკა - ეს იყო პირდაპირი გამოწვევა იმ უხილავი ძალების მისამართით, რომლებიც მაშინაც და დღესაც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ მსოფლიო პოლიტიკაზე. პრეზიდენტი, რომელიც ღიად საუბრობდა ფარულ მექანიზმებზე, გამჭვირვალობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე, თავად გახდა იმ სისტემის სამიზნე, რომელსაც უპირისპირდებოდა. კენედის სიკვდილი არ იყო მხოლოდ ტრაგედია ერთი ერისთვის - ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ქვეყნისთვის, რომ როდესაც დემოკრატიულად არჩეული ლიდერი ცდილობს ხელში აიღოს ხელისუფლების ბერკეტები და ჩარიოს საზოგადოება რეალურ მმართველობაში, ის ეჯახება იმ მძლავრ სტრუქტურას, რომელსაც ხშირად არც სახე აქვს და არც სახელი - სტრუქტურას, რომელსაც დღეს დიფ სთეითს ვუწოდებთ." -  წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი - არასოდეს მოუსმინოთ პროპაგანდისტებს, როგორიც „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რადიოსთან და თბილისთან
დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი
დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობაა - ცივი წყალი დალიოს
ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ საფრანგეთში, რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია
ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა
არქივი