დავით ქართველიშვილი: ეტალონურად მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რა არ უნდა გააკეთო, თუ კი გაგაჩნია პრეტენზია გერქვას სახელმწიფო - ეს ცალსახად უკრაინაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 26 ივნისი 2025, 15:36

რა „მოიგო“ უკრაინამ აგენტოკრატიული რეჟიმის 11-წლიანი ისტორიის მანძილზე,“ - ამ თემაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვლი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმიანებს, რომლის თანაცხმად, ეროვნულ რეფერენდუმზე უნგრეთის მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 95 %, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა.

„რა უნდა ვთქვა, არც იქანე (NATO) მიმიღონ, არც აქანე (EU) გავჩერდე“ - ანუ, რა „მოიგო“ უკრაინამ აგენტოკრატიული რეჟიმის 11-წლიანი ისტორიის მანძილზე? თუ შესაძლებელია მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილი იქნას ეტალონურად მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რა არ უნდა (!) გააკეთო, თუ კი გაგაჩნია პრეტენზია გერქვას სახელმწიფო, იყო დამოუკიდებელი და შექმნა ისტორიული წარსული - ეს ცალსახად უკრაინაა. საქართველოსაც ჰქონდა ამის რეალური საფრთხე, მაგრამ უფლის ნებით, ბიძინა ივანიშვილის თავდადებით და ქართველი ხალხის სიბრძნით - „ნურას უკაცრავად“. ამ მარშრუტზე „შემდეგი გაჩერება“ ამჟამად მოლდოვას ეკუთვნის.

რაც შეეხება ზოგადად „ურსულას სახელობის მეტროპოლიტენს“ - მან საბოლოოდ მოირგო „ევრო-გორბაჩოვის“ მანტია და მის ხელში „ევროსაბჭოთა კავშირს“ - გადარჩენის თეორიული შანსიც კი არ გააჩნია...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
"ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის
არქივი