დავით ქართველიშვილი: რატომ „გამორჩათ“[უცხოურ მედიას] საქართველო - მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, რათა არ გაეკეთებინათ აქცენტი საქართველოს მონაწილეობაზე „შუა დერეფნის“ პროექტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
244 30 ივნისი 2025, 17:30

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პეკინიდან ევროპის მიმართულებით დაძრულ სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობასთან დაკავშირებით უცხოური მედიის გამოხმაურებას აფასებს. მისი თმით, საერთაშორისო მედიამ თავი შეიკავა პეკინი-ბაქოს მარშუტზე საქართველოს ხსენებისაგან, საქართვლოსა და ევროკავშირის ურთიერთობის „არასტაბილურობის“ გამო. სოციალურ ქსელში ექსპერტი აქვეყნებს მარშრუტს თუ რა გზით გაემგზავრება ტვირთი პეკინიდან ევროპის მიმართულებით.

„დღეს პეკინიდან ევროპის მიმართულებით დაიძრა სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობა. ამ ინფორმაციის გამშუქებელი საერთაშორისო მედია თავის ყურადღებას „პეკინი-ბაქოს“ მარშრუტზე ამახვილებს - საქართველოს ხსენების გარეშე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბაქოდან ევროპაში ტვირთებს საჰაერო ბუშტებით გაუშვებენ.

სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს რეალურად ეს მარშრუტი:

პეკინი (ფანშანის რაიონი) – სარკინიგზო ტრანსპორტი ყაზახეთამდე (ალისანქოუ ან ხორგოსის გავლით)

შემდეგ – სარკინიგზო ტრანსპორტით ყაზახეთიდან კასპიის ზღვის პორტამდე (აქტაუ)

აქედან ტვირთი გადადის ბორანით კასპიის ზღვით (ბაქოში)

ამის შემდეგ, აზერბაიჯანი → საქართველო (ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა) → შემდეგ ან თურქეთში, ან შავი ზღვის პორტებში (ფოთი/ბათუმი → რუმინეთი ან ბულგარეთი ბორანით).

რატომ „გამორჩათ“ საქართველო ამ კონტექსტში - მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, რათა არ გაეკეთებინათ აქცენტი საქართველოს მონაწილეობაზე „შუა დერეფნის“ პროექტში, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების „არასტაბილურობისა“ და თბილისის უკბილო კბენის სასაცილო მცდელობის გამო“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი