ინტენსიური გახდა დასავლელი ე.წ. დიპლომატების თავდასხმები „ქართულ ოცნებაზე“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
251 01 ივლისი 2025, 13:37
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გვაფრთხილებს და ალარმიზაცია საზოგადოებაშიცაა - „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტები, კოლექტიური ჰერჩინსკები ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ოღონდ აქ დასვან მარიონეტული ხელისუფლება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, ე.წ დიპლომატების შესახებ ვრცელი წერილის ამონარიდებს ურთავს თან.

აბაშიძის თქმით, ტყუილად არ გაძლიერებულა ცალკეული დასავლელი ე.წ. დიპლომატების გაუგონარი თავდასხმები „ქართულ ოცნებაზე“, პოლარიზაციის გაღვივება და რადიკალების უტიფარი დაფინანსება, რამდენადაც აგენტოკრატიამ გამოიყენა რა ყველა საშუალება უსამშობლო, უუნარო ნაცპოლიტიკოსების მოქოქვით, სცენარში სისხლიანი მომენტის შემოტანისთვისაც მზადაა.

„ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გვაფრთხილებს და ალარმიზაცია საზოგადოებაშიცაა - „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტები, კოლექტიური ჰერჩინსკები ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ოღონდ აქ დასვან მარიონეტული ხელისუფლება.

ტყუილად არაა, რომ ინტენსიური გახდა ცალკეული დასავლელი ე.წ. დიპლომატების გაუგონარი თავდასხმები „ქართულ ოცნებაზე“, პოლარიზაციის გაღვივება და რადიკალების უტიფარი დაფინანსება. აგენტოკრატიამ გამოიყენა რა ყველა საშუალება უსამშობლო, მაგრამ უუნარო ნაცპოლიტიკოსების მოქოქვით, სცენარში სისხლიანი მომენტის შემოტანაზეც მზადაა.

„დიპლომატების ყოველი უსამართლო განცხადება და ხელისუფლებაზე თავდასხმა, ერთადერთ მიზანს, საქართველოში სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას და პლარიზაციას ემსახურება, ამ დროს კი, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ყველაფერზე, მათ შორის, ტყვიის გასროლაზე წავა“, - აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.

ქართველმა ფილოსფოსმა ასევე განაცხადა: დიფ სთეითს“ საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის, მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ღია წერილი, რომელიც საქართველოში მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობს...როდესაც ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს და მათთვის ასე ნანატრი მსხვერპლიც რეალობად იქცევა“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი