ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
358 15 ივლისი 2025, 18:10
1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო,  -  ასე აფასებს ექსპერტი ირაკლი ლატარია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

ლატარიას განცხადებით, რადგანაც საქართველო პატარა ქვეყანაა და თითის დაქნევას არავისგან უშინდება, ახლა ევროპელი ბიუროკრატები ღია შანტაჟზე გადავიდნენ,  მათ უმრავლესობას კი, რუსეთთან ბიზნეს კავშირები აქვს. 

"ჩვეულებრივი ტიპიური ფაშისტი, შანტაჟისტკა! 
1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო...
აუ მოდით რა, თავი დაგვანებეთ რა... ამოხვედით ყელში ეს კორუმპირებული ბიუროკრატები... უმრავლესობა რუსებთან არიან დიდ ბიზნესებში, დიდ ფულებში და ჩვენ რახან პატარა ქვეყანა ვართ და ამათ თითის დაქნევას არ ვუშინდებით, ახლა ღია შანტაჟზე გადავიდნენ!!!
გამოეთრიეთ და შეგვედარეთ ქართველებს, კულტურაში, ევროპულობაში, ნიჭში, პატრიოტიზმში და ჩემი დატანჯული ქვეყნის სიყვარულში....
ნერვები ეშლებათ რომ უკრაინასავით ათობით ათასი ბავშვის სასაფლაოები არ გვაქვს, მიწასთან არ ვართ გასწორებულები და ამან ბოლომდე დაგვანახა ის სახე, რასაც "ოცნება" დიდიხანია საუბრობს!!!" -  წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
გია აბაშიძე: ავსული ნაცსექტის პროპაგანდის ცხადი შედეგი - საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, მისი მძღოლი მანამდე ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი
დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არაა უბრალო ინციდენტი, ესაა იმ აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ეწევიან
ცოტნე ანანიძე: მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა
არქივი