საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის შესახებ ჯაფარიძის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას და მის თანამოაზრეებს ქართულ პოლიტიკაში ყოფნის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 20 ივლისი 2025, 15:21

უსამშობლო და პრინციპებისგან დაცლილი ფიგურებისგან გასაკვირი რომ არაფერია, საზოგადოება ამაში არაერთხელ დარწმუნდა, მით უფრო, თუკი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზეა საუბარი. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის შესახებ მისი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას და მის თანამოაზრეებს ქართულ პოლიტიკაში ყოფნის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რადგან ამ ქვეყნის, მისი მოსახლეობის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ უკიდურესი სიძულვილით არიან გაჟღენთილები, - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ასე დეპუტატი ჯაფარიძის მიერ ციხეში დაწერილ წერილს ეხმაურება.

„ზურაბ ჯაფარიძე სპორტსმენების გონებრივ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ლამის სამარცხვინო მოვლენად სახავს სპორტსმენების პოლიტიკაში ყოფნას.

ეს იმ ფონზე, როდესაც განათლებულად და ინტელექტუალად რომ მოაქვს თავი, შარვალჩახდილი „იცავს“ სამშობლოს!

ასევე, მისი რადიკალი, თუ „ინტელექტუალი“, ყოფილი, თუ ამჟამინდელი, „პოლიტიკისთვის დაბადებული“ კოლეგები, ეკონომისტები, იურისტები, ფილოლოგები და ა.შ. ანუ, კრებითი ხაზარაძეები, ჯაფარიძეები, მელიები, უსუფაშვილები, ხიდაშელები, ბერძენიშვილები და ა.შ. დაუღალავად რომ იღწვიან საქართველოსა და ქართველი ხალხის გადაგვარებისთვის, ქვეყნის – აგენტურისთვის გადაბარებისთვის და უცხო ძალას ემსახურებიან, სწორედ ეს ხალხი უნდა იყვნენ პოლიტიკაში და არა ქვეყნის მოყვარული, პატრიოტი ადამიანები, მათ შორის სპორტსმენები.

ან კიდევ უკეთესი, ჯაფარიძის ბელადი სააკაშვილი უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც კურსებზე მიღებული განათლებით რომ ყოყოჩობდა და კატასტროფა რომ დაატეხა ქვეყანას თავს...

და მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილს არც განათლება აკლია, არც ინტელექტი და არაერთი სხვა თვისებითა თუ მონაცემით ბევრად აღემატება პოლიტიკის ზემოჩამოთვლილ „ტიტანებს“, პოლიტიკოსისთვის მთავარი მაინც კარგი ალღო და ქვეყნის უანგარო სიყვარულია, რაც მიხეილ ყაველაშვილისგან განსხვავებით, არც ჯაფარიძეს აქვს და არც მთელ რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრს!

პოლიტიკოსისთვის მთავარი სამშობლოს ცნების გაგება, შენი ქვეყნის გულწრფელი სიყვარული და მაღალი პასუხისმგებლობაა, ამგვარი მოცემულობის პირობებში, სხვა დანარჩენი, მარტივია და დიდ ცოდნას და განათლებას არ საჭიროებს.

და მაინც, ზემოთქმულის მიუხედავად, არც ჩვენს პრეზიდენტს, არც ქართულ პოლიტიკაში ჩართულ სპორტსმენებს, ჯაფარიძისა და მისთანათაგან განსხვავებით, არც განათლება დაეწუნებათ, არც რიტორიკა, არც პოლიტიკური ალღო და ქვეყნის სიყვარულიც უხვად აქვთ მომადლებული.

ჯაფარიძის და ნამუსგარეცხილი ოპოზიციის კიდევ ერთი ტრაგედია სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკოსობა შარვლის ჩახდა და სხვა ქვეყნის მსახურება ჰგონიათ, ამიტომაცაა, რომ სამუდამოდ ამ პოზაში, ანუ შარვალჩახდილები დარჩებიან!

P.S. ინტელექტი ვისაც არ აქვს, ვერც კარგი ფეხბურთელი იქნება და ვერც ზოგადად, სპორტსმენი. ვისაც ამისი არ სჯერა, მიხეილ ყაველაშვილის, კახი კალაძის, ვიტალი კლიჩკოს, ჯორჯ ვეას, მია ჰემის, შაკილ ონილის, დევიდ რობინსონის და სხვა, წარმატებული სპორტსმენი-პოლიტიკოსების მაგალითებს გადახედონ“, - წერს იონათამიშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი