სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიპ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
253 21 ივლისი 2025, 12:36

სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიპ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება,- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

პრემიერის თქმით, მონოპოლიზებული მედიის წყალობით, „დიპ სტეიტს“ მარტივად შეუძლია ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნას.

„მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწებეს პრორუსის იარლიყი, ისე, რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში „ტიკტოკის“ მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი. უკვე წლებია, „დიპ სტეიტის“ ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია,“- წერს პრემიერი.

 

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი