ზაალ ანჯაფარიძე: ფონ დერ ლაიენი, ჩვენისთანა ქვეყნებთან რომ არის იშტაზე, ტრამპის წინ ისე იჯდა, როგორც დამფრთხალი კატა ბულდოგის წინ - მსოფლიომ დაინახა ევროკავშირის რიგით უკვე მერამდენე გაბითურება აშშ-ის წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 29 ივლისი 2025, 00:09

მთელმა მსოფლიომ დაინახა ევროკავშირის რიგით უკვე მერამდენე გაბითურება აშშ-ის წინაშე, - ასე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი განცხადებით, ფონ დერ ლაიენი, აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე ისე იჯდა, როგორც “დამფრთხალი კატა”, შტატებმა კი ევროპა ენერგეტიკის კუთხითაც ისე მიიბა, რომ ეს მოცემულობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეიცვლება.

„მთელმა მსოფლიომ დაინახა ევროკავშირის რიგით უკვე მერამდენე გაბითურება აშშ-ს წინაშე. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩვენისთანა ქვეყნებთან რომ არის იშტაზე, ტრამპის წინ ისე იჯდა როგორც დამფრთხალი კატა ბულდოგის წინ. მაკრონის და სხვა ფსევდო "ევროლიდერების" ფაფხური ევროპის ძალის ახალ ცენტრად გადაქცევაზე ჩაილურის წყალს სვამს. აშშ-მ ევროპა უკვე ისე მიიბა, მათ შორის ენერგეტიკულად, რომ ეს მოცემულობა კიდევ დიდხანს არ შეიცვლება, თუკი შეიცვლება საერთოდ. ასე რომ ტრამპი აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციას, რომ იტყვიან გაწყობილ სუფრას უტოვებს ამ კუთხით.” - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი