ვიქტორ ყიფიანმა საკუთარ თავს უღალატა, როცა ბიძინა ივანიშვილის ნდობა „დიფ სთეითის“ ინტერესებსა და ფულზე გადაახურდავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 29 ივლისი 2025, 13:28

ვიქტორ ყიფიანი არის მძიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცე სანდო ადამიანიდან მოღალატედ, პროფესიონალიდან დიფ სთეითის დაქირავებულ მონად, კაციდან არაკაცად! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ყიფიანი, „დიფ სთეითის“ დავალებით, პოლიტიკურად განულებულ ოპოზიციას შეეკრა და ერთ დროს სანდო ადამიანიდან მოღალატედ იქცა.

„ვიქტორ ყიფიანი არის მძიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცე სანდო ადამიანიდან მოღალატედ, პროფესიონალიდან დიფ სთეითის დაქირავებულ მონად, კაციდან არაკაცად!
ვიქტორ ყიფიანმა საკუთარ თავს უღალატა როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ მისდამი გამოცხადებული ნდობა დიფ სთეითის ინტერესებსა და ფულზე გადაახურდავა.

ის ამ უკანასკნელის დავალებით პოლიტიკურად განულებულ ოპოზიციას შეეკრა, დაუპირისპირდა „ქართულ ოცნებას“, საკუთარი განცხადებებით დადგა დესტაბილიზაციის მომხრეთა მხარეს და მის მიერ მანამდე ნაკეთები საქმე და მის მიმართ გამოცხადებული ნდობა 30 ვერცხლად გაყიდა.

ვიქტორ ყიფიანი არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ერთ დროს სანდო ადამიანიდან მოღალატედ იქცე და „დიფ სთეითის“ ყურმოჭრილი მონის მარკა ფაქტებით დადასტურებულად აირტყა.

დასანანია ადამიანების ასეთი ფერიცვალება, არასწორია შენ მიმართ ნდობით გამსჭვალული ადამიანის ღალატი და საკუთარი საქმიანი რეპუტაციის განულებული ოპოზიის პოლიტიკურ ნარატივებზე გადაცვლა, მაგრამ არჩევანი ვიქტორ ყიფიანზე იყო და მან ეს არჩევანი საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ გააკეთა“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელისაშვილზე: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო
არაკომპეტენტური და კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს
სადაა საერთაშორისო მხარდაჭერა და ევრორეზოლუციები უკრაინაში „დემოკრატიის უკუსვლის“ და დიქტატორული რეჟიმის თაობაზე? მპოვნელი - დასაჩუქრდება
მაია სანდუს განცხადებაზე: მალე „საერთაშორისო რადარებზე“ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი „მეორე ფრონტი“ რუსეთთან
გამოავლინეს უკრაინის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს. ზოგიერთი წყარო აკავშირებს იულია ტიმოშენკოს, სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიაზე
არქივი