დავით ჩიხელიძე: გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 01 აგვისტო 2025, 14:14

ხაზარაძე სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს და საკუთარ, ხანდაზმული თაღლითის სტატუსს ამტკიცებს. როგორც ცნობილი ხდება, გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე.

ჩიხელიძის თქმით, გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ნორმები, რამდენადაც სახლი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან, იგივე დაინტერესებული მხარისგან იქირავა.

„ხაზარაძე სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს და საკუთარ, ხანდაზმული თაღლითის სტატუსს ამტკიცებს.როგორც ცნობილი ხდება, გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს. მეორეს მხრივ გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ნორმები და სახლი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან, დაინტერესებული მხარისგან იქირავა. რაც საერთაშორისო, დიდი სკანდალის წინაპირობაა!
აქვე ერთი საინტერესო ფაქტია, გერმანიის საელჩო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რაც გერმანული დიპლომატიური მისიის სრული კრახი არის! არ შეიძლება ჩახვიდე სუვერენულ ქვეყანაში, იქ ისე მოიქცე როგორც მესამე დონის ქვეყანაში, ჩაერიო მის პოლიტიკაში, უგულებელყო წესები და შემდეგ კითხვებსაც არ უპასუხო. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი