გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი - რა გადასახადებზეა საუბარი! ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 02 აგვისტო 2025, 14:43

მამუკა ხაზარაძემ არჩევნები წააგო, ქართული სასამართლო წააგო, ევროპული სასამართლო წააგო, ამერიკული სასამართლო წააგო. ანუ, საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

იგი გამოეხმაურა გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს.

„ასეთი გამოთქმა არსებობს, შენ არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო - რამდენჯერმე ვუთხარით, რომ დაანებოს პოლიტიკას თავი, რადგან არ არის მაგის საქმე, იმიტომაც სამწუხაროდ, აღმოჩნდა იქ, სადაც დღეს არის. ისიც თავისი ნებით. ამიტომ, ასეთი ადამიანისგან, რომელსაც პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ მაინც თავს არ ანებებს და შესაბამისად, აღმოჩნდა უცხოური ძალების აგენტურის შემსრულებელი, გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ მისი მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი და ზოგადად, უცხოური ძალები. რა გადასახადებზეა საუბარი! ხაზარაძე თავის ხალხს თხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო. მართალია, ყველა სასამართლომ უთხრა, აქეთ 7 მლნ დოლარი აქეთ გადაუხადე შენს სახელმწიფოსო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მეორე დღეა გერმანიის საელჩო და ხაზარაძეები დუმილს ინარჩუნებენ. კითხვები, რომლითაც მათ „ქრონიკამ“ მიმართა, თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე, 750 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს უკავშირდება, რომელშიც გერმანიის ელჩი ცხოვრობს და მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა
დავით ქართველიშვილი: იტალიაში შემდგარმა კონტაქტებმა დააფიქსირა პრაგმატული "სტატუს-კვო": საქართველო არ ირჩევს თვითიზოლაციის გზას, მაგრამ არც დამყოლი მოთამაშის როლს ირგებს საკუთარ თავზე
ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როცა ქვეყანა ევრობიუროკრატიული გავლენების ქვეშაა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, შედეგი მძიმეა, საქართველო რომ გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ამავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით
ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას
ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანხვედრა არსებობს
არქივი