გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე: არა თუ ქართული, არამედ მისივე არჩეული ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატებიც კი უარს ეუბნებიან იმ თაღლითური სქემის გათეთრებაზე, რასაც თავად ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 02 აგვისტო 2025, 14:55
არა თუ ქართული, არამედ მისივე არჩეული ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატებიც კი უარს ეუბნებიან იმ თაღლითური სქემის გათეთრებაზე, რასაც თავად ითხოვს, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

იგი ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ვაშინგტონის არბიტრაჟში წაგებულ სასამართლო დავის ფაქტს გამოეხმაურა.

„ეს არის მორიგ ჯერზე დასტური იმის, რომ მათ შორის, უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოებიც კი გვერდს ვერ აუვლიან-ხოლმე იმ თაღლითობასა და იმ არასწორ მიდგომებს, რასაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის, ხაზარაძის და მისი კომპანიების მხრიდან. არა თუ ქართული, არამედ მისივე არჩეული ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატებიც კი უარს ეუბნებიან იმ თაღლითური სქემის გათეთრებაზე, რასაც თავად ითხოვს. ამაზე მეტი რა შეიძლება იყოს ლუსტრაცია იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი