თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქარაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 05 აგვისტო 2025, 09:46
მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში,- ვკითხულობთ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის განცხადებაში.

ღონისძიებას თამარ ტალიაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ: აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდას ელჩების მასპინძლობით.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე.

“მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდას ელჩების მასპინძლობით.

️შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე. 
 
აღსანიშნავია, რომ ელჩი მონიკა ქრაული არის არა მხოლოდ წარმატებული და აღიარებული სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ასევე გამორჩეული და ცნობილი ავტორია. აქვე, მსურს მადლობა გადავუხადო მას ავტოგრაფისა და  გულითადი ჩანაწერის დატოვებისთვის მის გამოცემულ წიგნში.”-წერს ტალიაშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
დავით ქართველიშვილი: "მთავარი არხი", ე.წ. "პროდასავლური მედია" რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, ჰოდა, სულ ფეხზე ჰკიდიათ, ეს ცრუ მღვდელი გუშინ ევროკავშირის დროშას წვავდა თუ ბრაზილიის
ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და "ცალ ფეხზე დგომის" პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული
გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ
ცოტნე ანანიძე: სააკაშვილს ინფორმაციის მიღება არ უჭირს, უჭირდა ყოველთვის მისი გააზრება. ამიტომაც მმართველობით დაემსგავსა“მურვან ყრუ”-ს
არქივი