დავით ჩიხელიძე: როცა ტრამპი მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს. ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 17 აგვისტო 2025, 13:00

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს. ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ რომან გოცირიძის, გია ნოდიას და დავით დარჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.

ექსპერტის თქმით, ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია - ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას.

„მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს.
ისინი არ მალავენ კმაყოფილებას იმით, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. უფრო მეტიც – ტრამპს შეხვედრის ფაქტისთვისაც კი აკრიტიკებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. თავად კუპონაც კი - რომლის პროგნოზები არასერიოზულობით არის გამორჩეული (თუ მას დავუჯერებთ, დღეს ლარი აღარ უნდა არსებობდეს) - ტრამპის წინააღმდეგ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეფასებები სერიოზულად აღსაქმელი არ არის, ის მაინც საინტერესოა ერთი კუთხით: კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს.

ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს. ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია - ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი