არათუ გაუმჯობესებულია საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა, ის კარდინალურად არის შეცვლილი 2013 წლიდან დღემდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 20 აგვისტო 2025, 14:24
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებიც ე.წ. ვეტინგის შესახებ მოთხოვნას დათანხმდნენ და მაგალითად მოლდოვა მოიყვანა.

„ამ მოცემულობაში, როდესაც საქართველო არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას, სრულიად სამართლიანად, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს სისტემას აძლევს მაღალ შეფასებას, ხოლო იმ ქვეყნების სასამართლო სისტემებს, სადაც ე.წ. ვეტინგი განხორციელდა საქართველოზე ბევრად ნაკლები შეფასება აქვთ. საერთოდ, არათუ გაუმჯობესებულია საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა, ის კარდინალურად არის შეცვლილი 2013 წლიდან დღემდე და „ფრიდომ ჰაუსის“ მოხსენება ამის შესახებ ერთადერთი არ არის“, - აცხადებს მათიკაშვილი.

2013 წლიდან სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით საქართველო ევროპული ქვეყნების ხუთეულშია. ევროკომისიამ „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი