ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური „მესიჯბოქსი“, რომ თითქოს, მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 20 აგვისტო 2025, 18:18

უსამშობლო, ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური „მესიჯბოქსი“, რომ თითქოს მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია. ძალიან ჩაბნელდნენ ეს ისედაც გონებადაბინდული მარგინალები, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბახმაროში დოღის ტრადიციას („ბახმარობა“) გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის ემთხვევა 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს. საერო და საეკლესიო დღესასწაულები მიულოცეს 19 აგვისტოს ბახმაროში შეკრებილებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა.

„უსამშობლო, ურჯულო სექტიდან პრეზიდენტ ყაველაშვილზე ცილისმწამებლურ-მანიპულაციური „მესიჯბოქსი“, რომ თითქოს, მან ფერისცვალების საეკლესიო დღესასწაული წინაპრებს დაუკავშირა, ნაცქაჯების სასოწარკვეთილების ანარეკლია. ძალიან ჩაბნელდნენ ეს ისედაც გონებადაბინდული მარგინალები.

ბახმაროში დოღის ტრადიციას („ბახმარობა“) გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის ემთხვევა 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს. სწორედ ეს ცალკე საერო და ცალკე საეკლესიო დღესასწაულები მიულოცეს 19 აგვისტოს ბახმაროში შეკრებილებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა.

„ბახმარობის“ დოღის ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს გურიიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია.
ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია. ამ ლამაზი ტრადიციის შენარჩუნება-მხარდაჭერაზე ილაპარაკეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და სხვა საჯარო პირებმა“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი