მამუკა მდინარაძის პროფესიული ბიოგრაფია ქმნის მყარ საფუძველს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობა განახორციელოს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი მიდგომებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 23 აგვისტო 2025, 19:52

მამუკა მდინარაძის პროფესიული ბიოგრაფია ქმნის მყარ საფუძველს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობა განახორციელოს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი მიდგომებით, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძის განცხადებით, „მამუკა მდინარაძის მიერ დაგროვილი გამოცდილება და მართვის უნარი დამატებით გარანტიას იძლევა, რომ უწყება შეძლებს ახალი გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას და სახელმწიფო ინტერესების დაცვას“.

„ მმართველმა გუნდმა უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად მამუკა მდინარაძე წარადგინა, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მისი მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილებითა და სამართალდამცავ სტრუქტურებში მოღვაწეობის პრაქტიკით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან და მიზანმიმართულ საქმიანობას. მამუკა მდინარაძის პროფესიული ბიოგრაფია ქმნის მყარ საფუძველს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობა განახორციელოს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი მიდგომებით. მისი ხელმძღვანელობით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებაზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე. მდინარაძის მიერ დაგროვილი გამოცდილება და მართვის უნარი დამატებით გარანტიას იძლევა, რომ უწყება შეძლებს ახალი გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას და სახელმწიფო ინტერესების დაცვას. მისი ხელმძღვანელობით უსაფრთხოების სამსახური განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება როგორც ინსტიტუციურად, ისე ფუნქციურად“,- წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი