მამუკა მდინარაძეზე: მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, მენეჯერულ თანამდებობაზე, ქვეყნისთვის ბრძოლაში, აქვს პროფესიული გამოცდილებაც. რაც მთავარია აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ქართულად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 03 სექტემბერი 2025, 11:20
ბუნებრივია ჩვენი მხრიდან მამუკა მდინარაძეს ექნება მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„მამუკა მდინარაძეს ჩვენ ვიცნობთ აქტიურ პოლიტიკაში 2016 წლიდან, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, მენეჯერულ თანამდებობაზე, ქვეყნისთვის ბრძოლაში, მას აქვს პროფესიული გამოცდილებაც. რაც მთავარია აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ქართულად და ეს არის მთავარი კრიტერიუმები, რის გამოც იგი წარმატებული იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენს. მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. სუსის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული
თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება, მათ აქციით, სანქციითა და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას
ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ, დარჩა ღარიბ ქვეყნად
დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება
გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით
არქივი