საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მარგინალი „ნაცრადიკალების“ ე.წ. „დანოსების“ მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 03 სექტემბერი 2025, 12:06

„დოლარმადიდებელი“ ჯო უილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა-„შაბაშია“ ახალი ე.წ. მოწმეებით - უსამშობლოები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაქვეყნა და თურმე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.


„„დოლარმადიდებელი“ ჯო უილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა-„შაბაშია“ ახალი ე.წ. მოწმეებით - უსამშობლოები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი.

ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაქვეყნა და თურმე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.

ამას უტიფრად გველაპარაკებიან ვაშინგტონიდან, როცა 2024 წლის მონაცემებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონლით ვაჭრობის მთლიანი მოცულობა (ექსპორტი + იმპორტი) დაახლოებით 582 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული და ეს მრავალჯერ თქვა ოფიციალურმა თბილისმა. მარგინალი „ნაცრადიკალების“ ე.წ. „დანოსების“ მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას. საქართველოს ხელისუფლება მოთმინების რეჟიმშია“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი - არასოდეს მოუსმინოთ პროპაგანდისტებს, როგორიც „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რადიოსთან და თბილისთან
დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი
დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობაა - ცივი წყალი დალიოს
ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ საფრანგეთში, რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია
ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა
არქივი