ლევან ნიკოლეიშვილი: შათირიშვილის წერილი კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა თუ რა ძალას წარმოადგენს „დიფ სთეითი"-ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია „დიფ სთეითთან" ბრძოლის პროცესი, მაგრამ ამ პროცესში სავალალო ამბებს ვგებულობთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 08 სექტემბერი 2025, 13:12

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილი შეიძლება ითქვას კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს "დიფ სთეითი." ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია "დიფ სთეითთან" ბრძოლის პროცესი, მაგრამ არათუ ნელა მიმდინარეობს, ამ პროცესში სავალალო და საოცარ ამბებს ვგებულობთ, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მხოლოდ საზოგადოება ასეთ მძლავ ძალას წინ ვერ აღუდგება, შესაბამისად, "დიფ სთეითთან" ბრძოლაში სულ უფრო მეტად ზარალდებიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერას გრძნობენ, ამის მაგალითია "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომლის მზარდი რეიტინგის ფონზე, მისი რამდენიმე წევრი გარდაიცვალა.

"ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილი შეიძლება ითქვას კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს "დიფ სთეითი." ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია "დიფ სთეითთან" ბრძოლის პროცესი, მაგრამ არათუ ნელა მიმდინარეობს, ამ პროცესში სავალალო და საოცარ ამბებს ვგებულობთ. ცხადია მარტო ხალხი, ასეთ ძალას წინ ვერ აღუდგება და შესაბამისად, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საზოგადოების უფრო მეტ მხარდაჭერას გრძნობენ, ყველაზე მეტად ზარალდებიან. ამის მაგალითია, "ალტერნატივა გერმანიისთვის," რომლის რეიტინგი ლამის ყოველდღიურად იზრდება, მიზეზი კი მათი პოლიტიკური შეხედულებაა, ქვეყნის სუვერენიტეტის ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ბატონი ზაზას წერილიდან ვგებულობთ, "მათთან მიმართებით, "დიფ სთეითმა" ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი - მოსყიდვა, ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი." ეს გახლავთ ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ვხედავთ ევროკავშირის მოწინავე წევრ-სახელმწიფოში, გერმანიაში, მეორე მხრივ კი მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს ჩვენი სუვერინტეტის დასაცავად, მოწინააღმდეგე საკმაოდ სერიოზული და ძლიერია, თან თუ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებსაც საქართველოსთან დაკავშირებით", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი