ტრამპის მრჩეველს კონგრესის კომიტეტში დაბარების იგნორირების გამო 5 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, როდესაც ჩვენთან ზუსტად იგივეს გამო ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს პატიმრობა შეეფარდათ, დასავლეთში მყისვე ხმაური ატეხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
165 10 სექტემბერი 2025, 12:06
ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამხელს ორმაგ სტანდარტს, რომელსაც დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში იყენებს. მაგალითად კი ტრამპის მრჩევლის, პიტერ ნავაროს საქმე მოჰყავს, როდესაც მას კონგრესის კომიტეტში ოფიციალური დაბარების იგნორირებისა და კონგრესის უპატივცემულობის გამო 5 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ანჯაფარიძე აცხადებს, რომ როდესაც საქართველოში, ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს იგივე დანაშაულისთვის პატიმრობა შეეფარდა დასავლეთში აღნიშნულ საკითხზე მაშინვე ხმაური ატყდა.

მისივე თქმით, მსგავს პირობებში რთულია საუბარი პარტნიორობაზე.

„პიტერ ნავარო არის დონალდ ტრამპის მრჩეველი. იცით რა კავშირი აქვს მის საქმეს საქართველოს ამბებთან? ბევრმა ალბათ არ იცის და ამიტომ საჭიროდ ვთვლი ავხსნა, რომ გავიგოთ რეალურად როგორია აშშ-ს და არა მხოლოდ, დამოკიდებულება საქართველოსთან.

როდესაც 2020 წელს ტრამპმა არჩევნები წააგო, ნავარომ განაცხადა არჩევნების ფალსიფიკაციაზე, რომლითაც ტრამპს გამარჯვება მოპარეს. 2022 წელს მან უარი განაცხადა ჩვენება მიეცა კონგრესის სპეციალური კომიტეტის წინაშე თეთრ სახლზე 2021 წლის იანვარს თავდასხმის საქმეზე. მისი საქმე იუსტიციის სამინისტროს გადასცეს, მას ბრალი წაუყენეს და კონგრესის კომიტეტში ოფიციალური დაბარების იგნორირებისა და კონგრესის უპატივცემულობის გამო 5 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თუმცა, როდესაც ჩვენთან ზუსტად იგივეს გამო ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს პატიმრობა შეეფარდათ, დასავლეთში მყისვე ხმაური ატეხეს - ეს როგორ შეიძლება, დაუშვებელია და ა.შ. დაახლოებით იგივე რაც FARA-ს კანონზე მოხდა. ჩვენ გვაქვს, თქვენ არ უნდა გქონდეთ.

თუ შეეკითხები რატომ უნდა იკრძალებოდეს საქართველოში ის რაც დასაშვებია თქვენთან ? გიპასუხებენ „იმიტომ.“ თუ უფრო ჩაეკითხები, გეტყვიან ჩვენთან შეიძლება, მაგრამ თქვენთან არა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩვენ, თქვენ კი ხართ თქვენ. ჩვენ ვართ იმპერატორი, თქვენ კი ხარი.

ასეთი დამოკიდებულების პირობებში რა თქმა უნდა რთულია და შეუძლებელიც კი საუბარი პარტნიორობაზე, მითუმეტეს თანასწორუფლებიანზე“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი