დავით ჩიხელიძე: ეუთო/ოდირის მოწვევით ქვეყანამ საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენა, რომ მზადაა გამჭვირვალობისთვის. მისია საქართველოში კრიტიკის ქვეშ მოექცა - სწორედ ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც ოდირი უფრო ფრთხილი გახადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 10 სექტემბერი 2025, 22:20

ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის არგაგზავნა, ოფიციალურად - დროის სიმცირის მოტივით – ბევრ კითხვას ბადებს. ორგანიზაციის განცხადებაში მთავარი არგუმენტია, რომ ერთი თვე სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არასაკმარისია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლობის ორი ტიპი არსებობს: გრძელვადიანი და მოკლევადიანი. თუნდაც გრძელვადიანი დაკვირვების პირობების არქონის შემთხვევაში, ოდირს შეეძლო მაინც გამოეგზავნა მოკლევადიანი მისია, რომელიც არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში პროცესს შეაფასებდა.

მისივე თქმით, გასულ არჩევნებზე ოდირის მისია საქართველოში მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა – მათი შეფასებები ხშირად პოლიტიკური პარტიების ინტერესების ჭრილში აიხსნებოდა და საბოლოოდ ორგანიზაცია დაუმსახურებელი თავდასხმების სამიზნედ იქცა. სწორედ ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც ოდირი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა.

„ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის არგაგზავნა, ოფიციალურად - დროის სიმცირის მოტივით – ბევრ კითხვას ბადებს. ორგანიზაციის განცხადებაში მთავარი არგუმენტია, რომ ერთი თვე სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არასაკმარისია. თუმცა, რეალური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლობის ორი ტიპი არსებობს: გრძელვადიანი და მოკლევადიანი. თუნდაც, გრძელვადიანი დაკვირვების პირობების არქონის შემთხვევაში, ოდირს შეეძლო მაინც გამოეგზავნა მოკლევადიანი მისია, რომელიც არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში პროცესს შეაფასებდა. ეს პრაქტიკა მათ არაერთ ქვეყანაში გამოუყენებიათ.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეუთო/ოდირის ოფიციალური მოწვევა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. ამ ნაბიჯით ქვეყანამ საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენა, რომ მზად არის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის და პასუხისმგებლობას არ გაურბის. შესაბამისად, ოდირის უარი არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებად, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური ნაბიჯადაც აღიქმება.

საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა ყოველთვის გამოწვევებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში იმყოფება. გასულ არჩევნებზე ოდირის მისია საქართველოში მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა - მათი შეფასებები ხშირად პოლიტიკური პარტიების ინტერესების ჭრილში აიხსნებოდა და საბოლოოდ ორგანიზაცია დაუმსახურებელი თავდასხმების სამიზნედ იქცა. სწორედ ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც ოდირი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა. მარტივად რომ ვთქვათ, მათ აღარ სურთ ბულინგისა და უსამართლო ბრალდებების ახალი ტალღის ობიექტებად იქცნენ“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი