ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც რადიკალებმა უნდობლობა გამოუცხადეს, ამიტომაც თვითმმართველობის არჩევნებზე მათი სადამკვირვებლო მისია აღარ ჩამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
251 16 სექტემბერი 2025, 09:44

რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩამოვიდა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი, უნდა ვეძებოთ გლობალურად მიმდინარე იმ შეთქმულების წიაღში, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც რადიკალებმა უნდობლობა გამოუცხადეს, ამიტომაც თვითმმართველობის არჩევნებზე მათი სადამკვირვებლო მისია აღარ ჩამოვიდა.

„ეუთო/ოდირის ეს უარი მმართველ გუნდს არ გაჰკვირვებია და მათ შორის ვიყავი მეც. ეს ყველაფერი კი უკავშირდება იმას, რომ როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავისი დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის, უცხოელებს, ეს არ მოეწონათ. მათ რატომღაც ეგონათ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა და ქართველი ხალხი მშვიდობას არ აირჩევდა, ეუთო/ოდირის დასკვნით კი ყველა ცრუ ნარატივს წერტილი დაესვა. შედეგად, რადიკალების გეგმები, რომელიც არჩევნების შემდეგ საბოტაჟის მოწყობას უკავშირდებოდა, წყალში ჩაიყარა. თუმცა, ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მაინც მოგვთხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, [რითაც შეურაცხყოფა მიაყენეს ეუთო/ოდირის დასკვნას].

ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებზე გადავწყვიტეთ, რომ დამკვირვებლად ისევ ეუთო/ოდირი მოგვეწვია, მაგრამ, მათ ამ ეტაპზე არჩიეს, არ ჩამოსულიყვნენ, რადგან, ჩამოსვლის შემთხვევაში, იძულებულები გახდებოდნენ, კვლავ დადებითი დასკვნა დაეწერათ, [რითაც რადიკალების მხრიდან მორიგი თავდასხმის ობიექტები გახდებოდნენ]. ამ უარით კი ეუთო/ოდირმა ხელები დაიბანა - მე თავი დამანებეთ და თქვენს საქმეს თავად მიხედეთო. წარმოიდგინეთ, ეუთო/ოდირი არის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია და მას ეუბნებოდნენ - არ გვჯერა თქვენი დასკვნებისო.

ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად სხვა, საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც ჩამოვლენ, რომლებიც ცესკოში უკვე დარეგისტრირებულები არიან და კიდევ დარეგისტრირდებიან სხვებიც, რომელთა სიტყვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი - არასოდეს მოუსმინოთ პროპაგანდისტებს, როგორიც „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რადიოსთან და თბილისთან
დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი
დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობაა - ცივი წყალი დალიოს
ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ საფრანგეთში, რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია
ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა
არქივი