ევროპის ცალკეული ელჩები ხელისუფლების წინააღმდეგ ჩართულნი არიან გააფთრებულ ბრძოლაში, ზოგი ნაცექსტრემისტს ფარულად ხვდება, ზოგი რევანშისტების უტიფარი სპონსორია. ესაა გაშმაგებული ბრძოლა წესების გარეშე „ქართულ ოცნებასთან“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 16 სექტემბერი 2025, 14:32
ევროპის ცალკეული ელჩები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩართულნი არიან გააფთრებულ ბრძოლაში, ეს არც ერთ ნორმაში ჯდება, ზოგი ნაცექსტრემისტს ფარულად ხვდება, ზოგი რევანშისტების უტიფარი სპონსორია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროპის ცალკეული ქვეყნების დიპლომატთა შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

აბაშიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ დასავლეთის დახმარების იმედი აქვს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას და სამოქალაქო დაპირისპირებას.

„ევროპის ცალკეული ელჩები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩართულნი არიან გააფთრებულ ბრძოლაში, ეს არც ერთ ნორმაში ჯდება, ზოგი ნაცექსტრემისტს ფარულად ხვდება, ზოგი რევანშისტების უტიფარი სპონსორია. აღარ არის აქცენტი ვენის კონვენციაზე დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, ეს გახლავთ გაშმაგებული ბრძოლა წესების გარეშე „ქართულ ოცნებასთან“.

ამ დასავლელი აქტორების იმედი აქვთ ნაცმარგინალ ძალებს, მაგრამ თავისუფალი და სუვერენული საქართველო არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებასა და ექსცესებს. ნეოკოლონიალისტების ბოროტი თოჯინები ვერასდროს მობრუნდებიან ხელისუფლებაში.

გააგრძელონ ნიდერლანდების, გერმანიის, ევროკავშირის თუ სხვა წარმომადგენლობების დიპლომატებმა შავბნელი გეგმების დასახვა ნაცრადიკალებთან, მაინც წყალში ჩაეყრებათ მორიგი ავაზაკობა“,- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელისაშვილზე: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო
არაკომპეტენტური და კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს
სადაა საერთაშორისო მხარდაჭერა და ევრორეზოლუციები უკრაინაში „დემოკრატიის უკუსვლის“ და დიქტატორული რეჟიმის თაობაზე? მპოვნელი - დასაჩუქრდება
მაია სანდუს განცხადებაზე: მალე „საერთაშორისო რადარებზე“ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი „მეორე ფრონტი“ რუსეთთან
გამოავლინეს უკრაინის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს. ზოგიერთი წყარო აკავშირებს იულია ტიმოშენკოს, სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიაზე
არქივი