700 მლნ იქნება, თუ მილიარდი - გაუმჭვირვალე თანხა, გრანტი, რომელიც არ არის შეთანხმებული სახელმწიფოსთან და მთვრობასთან, საქართველოში ვეღარ შემოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 17 სექტემბერი 2025, 00:20

700 მლნ იქნება, მილიარდი, თუ 10 ათასი - გაუმჭვირვალე თანხა, გრანტი, რომელიც არ არის შეთანხმებული სახელმწიფოსთან და მთვრობასთან, საქართველოში ვეღარ შემოვა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „ფარას“ კანონზე საუბრისას გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისივე თქმით, კანონმდებლობის შედეგად შეიქმნა ეროვნული, ქართული სისტემა, რომელიც მწყობრად მუშაობს. მან ჩამოთვალა ყველა ის უწყება, რომლებიც „ფარას“ კანონიდან გამომდინარე კოორდინირებულად მუშაობენ.

„ყველა ორგანო მუშაობს იმაზე, რომ რასაც ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში, ასე აღარ იქნება. 10მდე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაედო და ფაქტობრივად, ისინი გაკოტრების პირას არიან მისულები. ნაწილმა მოასწრო და ფილიალები შექმნა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მოლდოვა, პოლონეთი, ესტნეთი და როგორც ჩანს, ყველა ტექნიკური დეტალი არ ვიცით, მაგრამ სწორედ ამ ფილიალების მეშვეობით ხდებოდა ქეშის შემოტანა, ავტომანქანებით საქართველოში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სისტემა ამუშავდა კომპლექსურად, სინქრონულად. 4 ოქტომბრის რაღაც ამ დაპირებული, დაანონსებული არეულობისა და გადატრიალების წინ პირველ რიგში, ჩვენ მათ დავანახეთ“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
"ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის
არქივი