დავით ქართველიშვილი: ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში, მიანიშნებს ბრიუსელსა და ვაშინგტონს, რომ დაივიწყონ ოპოზიციის ის დესტრუქციული ფრთა, რომელსაც თავადაც ემიჯნებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 06 ოქტომბერი 2025, 19:18

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში, მიანიშნებს ბრიუსელსა და ვაშინგტონს, რომ დაივიწყონ ოპოზიციის ის დესტრუქციული ფრთა, რომელსაც თავადაც ემიჯნებიან, - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, „ლელო" და გახარიას პარტია აღიარებს თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც შემდგარს და ემიჯნებიან რადიკალურ ოპოზიციას.

„მომენტალურად დავინახე ოპოზიციურ სპექტრში იმ პარტიების ლიდერების თუ წარმომადგენლების მხრიდან, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში, ვგულისხმობ „ლელოს" და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, რომ ისინი უკვე ემიჯნებიან ოპოზიციის დესტრუქციულ რადიკალურ ფრთას. უკვე აღიარებენ ამ არჩევნებს, როგორც შემდგარს. ანუ, ამით მიანიშნებენ ბრიუსელს, ვაშინგტონს, რომ აწი, დაივიწყეთ ოპოზიციის ის დესტრუქციული ფრთა, რომელსაც ჩვენც კი ვემიჯნებით და ფსონი თანამშრომლობის კუთხით გააკეთეთ ჩვენზე.

მათ შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ „ნაცმოძრაობის" ყოფილი თუ მოქმედი საერთაშორისო ლობისტები, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ. ქართული საზოგადოება კვლავ მოლოდინშია იმ რეალური, ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების, რომელმაც აუცილებლად უნდა გაუწიოს პაექრობა პოლიტიკურ ველზე ამ ხელისუფლებას, ოღონდ კონსტიტუციის, კანონის ჩარჩოებში და რა თქმა უნდა, არჩევნებში, როგორც მონაწილეობის, ასევე, არჩევნების შედეგების ცნობის სახით“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი