ლევან სანიკიძე: არ არის დეპრესიის დრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 04 ნოემბერი 2025, 19:46

პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ იპარავენ ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს! - წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება დაპირისპირებაში, შესაბამისად, ოპოზიციაში დეპრესიის დრო არ არის.

“პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ იპარავენ ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს!

ეს არ ეხება მარტო ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიას - ყველას, ყველას გვეხება, ვისაც არ გვსურს მონობა. ჩვენ უმრავლესობა ვართ!

კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ არის გლადიატორების ბრძოლა.

უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება ამ დაპირისპირებაში.

ჩვენი რიგები უნდა გაიზარდოს, გაძლიერდეს. არ არის დეპრესიის დრო.

მჯერა, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ევროკავშირში, საქართველოში!” - წერს სანიკიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები, ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან
პარტიული წარსული არაა „ინდულგენცია“ და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტი - ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ საზოგადოების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნის პრიზმაში უნდა გავაკეთოთ
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
არქივი