რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 13 ნოემბერი 2025, 14:02

მარკო რუბიოს განცხადება კარგად აჩვენებს, როგორ გასცდნენ ე.წ. ევრობიუროკრატები თავიანთ უფლებამოსილებას, ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი მენტორული ტონით ესაუბრებიან, აკრიტიკებენ მის უსაფრთხოების პოლიტიკას და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში სდებენ ბრალს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ევრობიუროკრატები იმავე ტონით საუბრობენ თბილისზე, როგორც ახლა ამერიკაზე. ისინი თავს უფლებას აძლევენ შეაფასონ, დაარიგონ და ზოგჯერ დაბლოკონ ქვეყნის შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები, თითქოს საქართველოს სუვერენიტეტი ფორმალურია.

„მარკო რუბიოს განცხადება კარგად აჩვენებს, როგორ გასცდნენ ე.წ. ევრობიუროკრატები თავიანთ უფლებამოსილებას, ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი მენტორული ტონით ესაუბრებიან, აკრიტიკებენ მის უსაფრთხოების პოლიტიკას და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში სდებენ ბრალს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ იქცა ბრიუსელი ზედმეტად დომინანტურ და მორალურად გადამწყვეტ ცენტრად, რომელიც საკუთარი ინტერესების გასატარებლად სხვათა საქმეებში ჩარევას ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგივე მიდგომა ვლინდება საქართველოს მიმართაც. ევრობიუროკრატები იმავე ტონით საუბრობენ თბილისზე, როგორც ახლა ამერიკაზე. ისინი თავს უფლებას აძლევენ შეაფასონ, დაარიგონ და ზოგჯერ დაბლოკონ ქვეყნის შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები, თითქოს საქართველოს სუვერენიტეტი ფორმალურია.

სინამდვილეში, საქართველო ევროკავშირისგან იმავე უსამართლო მოპყრობას განიცდის, რასაც ახლა ვაშინგტონი დაუპირისპირდა, ორმაგი სტანდარტებითა და მიკერძოებული შეფასებებით. როდესაც საქმე ეხება დიდ სახელმწიფოებს, ევროკავშირის კრიტიკა მოჩვენებითია და უვნებელი, მაგრამ პატარა ქვეყნებთან მიმართებაში, მით უფრო პოსტსაბჭოთა სივრცეში ხშირად გადადის ზეწოლასა და მუქარაში.
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ!“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელისაშვილზე: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო
არაკომპეტენტური და კაია კალასის ერთ-ერთი რიგითი ქვეშევრდომი, ელჩი ჰერჩინსკი ეროვნული დროშის დღეს, უსამშობლო ნაცმარგინალების გამხნევებით გვილოცავს
სადაა საერთაშორისო მხარდაჭერა და ევრორეზოლუციები უკრაინაში „დემოკრატიის უკუსვლის“ და დიქტატორული რეჟიმის თაობაზე? მპოვნელი - დასაჩუქრდება
მაია სანდუს განცხადებაზე: მალე „საერთაშორისო რადარებზე“ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი „მეორე ფრონტი“ რუსეთთან
გამოავლინეს უკრაინის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს. ზოგიერთი წყარო აკავშირებს იულია ტიმოშენკოს, სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიაზე
არქივი