როგორც ჩანს, „რადიკალური ოპოზიციის“ პოლიტიკური ინიციატივა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისთვის ტექსტების შედგენა თვით ევროპულ ბიუროკრატიას მოუწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 13 ნოემბერი 2025, 18:34

Remote Control Party" - ანუ დისტანციური ოპოზიცია, პირდაპირი ხაზით ბრიუსელიდან... საგანგებო აღმოჩენა გვაქვს: როგორც ჩანს, „რადიკალური ოპოზიციის“ პოლიტიკური ინიციატივა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისთვის ტექსტების შედგენა თვით ევროპულ ბიუროკრატიას მოუწია. ერთი ხელით წერენ ბრიუსელში, მეორე ხელით კითხულობენ თბილისში - უცვლელად, ემოციურად და, რა თქმა უნდა, „საქართველოს სახელით, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე, Prime Time-ის მიერ ბრიუსელიდან მოპოვებულ დოკუმენტს, რომელიც მოგვიანებით ოპოზიციის ბრიფინგზე უცვლელად წაიკითხა აქტივისტმა, ლევან ჯობავამ.

ქადაგიძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ საქართველოში „დიფ სტეიტის“ შიდა ჩრდილოვანი სტრუქტურა აღარ არსებობს და ის უკვე ტრანსნაციონალურ ქსელად გადაიქცა.

„სადღაც იქ, ბრიუსელის დერეფნებში, აშკარად არსებობს სპეციალური განყოფილება „ოპოზიციის სასწავლო ცენტრი – თბილისის ფილიალი“. იქიდან მოდის ყველა ტექსტი, ყველა მესიჯი და ყველა „საგანგებო ბრიფინგი“, რომელსაც შემდეგ ნამეტნავად ეროვნული ტონით აცხადებენ ჩვენი „დამოუკიდებელი რადიკალები“.
ამითაც დასტურდება, რომ საქართველოში დიფ სთეითი მხოლოდ შიდა ჩრდილოვანი სტრუქტურა აღარ არის – ის უკვე ტრანსნაციონალურ ქსელად გადაიქცა, სადაც ადგილობრივი ფიგურები მხოლოდ იმპროვიზებული მსახიობები არიან.
სცენარი კი მზადდება იქ, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ ლაბორატორიულ ტერმინად ითვლება.
როცა პოლიტიკური ძალა საკუთარ ტექსტსაც ვერ ქმნის, აზროვნება კი „აუტსორსინგზეა" გატანილი ბრიუსელში და ყოველი სიტყვის შესათანხმებლად ელოდება „მასწავლებლის შენიშვნას“ - ეს უკვე არა ოპოზიცია, არამედ დისტანციურად მართული ქსელია.
P.S.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა პოლიტიკაშიც დაამკვიდრა ახალი ფორმატი - „დისტანციური ოპოზიცია“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში
გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას
კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა, მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის ეკონომიკას?
პარიზში, ათენში, ლონდონში, აშშ-ში საპროტესტო აქციების პოლიციური დარბევის დროს გამოყენებული ნივთიერებებით ათეულობით ადამიანი ზიანდება-BBC ამაზე არასდროს დაწერს, ევროპარლამენტი ამაზე რეზოლუციას არასდროს გამოსცემ
მეორე ფრონტის იდეა, შეიძლება ითქვას, განეიტრალებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი დამსახურებით ხდება
არქივი