გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 04 დეკემბერი 2025, 18:11

გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას და მთლიანად ანადგურებს ოპოზიციურ და დასავლეთის ცალკეული წრეების ნარატივს ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაზე - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ქვეყანა რომ მართლა რუსული ორბიტისკენ ისწრაფოდეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის პირით სულ სხვა განცხადებას გააკეთებდა.

„გაეროს ამ რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას და მთლიანად ანადგურებს ოპოზიციურ და დასავლეთის ცალკეული წრეების ნარატივს ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაზე. ნახეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების პოზიცია არა მხოლოდ ამ შედარებით უწყინარ რეზოლუციაზე, არამედ ყველა წინა რეზოლუციაზე უკრაინის საკითხებზე, საქართველოს მხარდამჭერი პოზიციისაგან განსხვავებით და ბევრი რამ ვისაც ამის გაგება უნდა ცხადი იქნება.

ქვეყანა, რომ მართლა რუსული ორბიტისკენ ისწრაფოდეს, დარწმუნებული იყავით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის პირით სულ სხვა განცხადებას გააკეთებდა. ასე იყო უნისონში გასული საუკუნის ბოლოს დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზეც, დასავლეთის გარკვეული წრეების და რუსეთის ინტერესები თანხვედრაში აქაური აგენტურის და სასარგებლო იდიოტების გამოყენებით როდესაც სამხედრო პუტჩით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება საფირმო “დემოკრატიული უკუსვლის” გამო და რუსულ ორბიტაზე დააბრუნეს. ხალხი მართლა ბრძენია, მშვენივრად ხვდება რა პროცესები ვითარდება. ამიტომაც არ გამოდის ქუჩაში და არ უერთდება ამ სექტანტურ პროტესტს. ერის ისტორიული მეხსიერების წაშლა შეუძლებელია!” - წერს ცუცქირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი