ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 12 დეკემბერი 2025, 16:40

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია, თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით, გაჟღერებულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმა ეროვნული ინტერესი სწორედ იმ პუტინთან დაიცვა, „ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერ ცერთი წარმომადგენელი“.

ოდიშარია მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობას აუცილებლობად თვლის და წერს, რომ ირაკლი კობახიძემ ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

„თურქმენეთში, მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობა, განსაკუთრებით, როდესაც მთელი რეგიონის ლიდერები იქ არიან შეკრებილნი, არამხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ, ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ვისთვისაც ცრუ პატრიოტიზმი და ფეისბუქიდან თუ რუსთაველის გამზირიდან „პუტინ ხუილოს“ ძახილი არის გმირობა, რასაკვირველია ისტერიკაში არიან, რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა, სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი“, - წერს ოდიშარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა
სან-მარინოს, ანდორას მთავრობაში და ვატიკანის „შვეიცარიელ გვარდიელთა კორპუსში“ საგანგებო თათბირები დაინიშნა
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: საით მივდივართ? მონაცემების მიხედვით, ევროპელთა 46% ევროკავშირს არ აღიქვამს აშშ-ის ან ჩინეთის მსგავს დიდ ძალად, 50% მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი
იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა
არქივი