როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 22 დეკემბერი 2025, 16:03

Reuters-ის შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპაში მიმდინარე ომის შეუფერხებლად გაგრძელებას აქვს როგორც სამხედრო ასევე მძლავრი მედია-მხარდაჭერა. როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ტულსი გაბარდმა უარყო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის შეფასებებთან დაკავშირებით - ვლადიმირ პუტინის მიზნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში.

მისი შეფასებით, Reuters-ის მიერ გავრცელებული სიცრუის შემდეგ, დასავლური მედიის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოყენებული მიკერძოებული და დისკრედიტაციული მიდგომა გასაკვირი არ არის და ნათლად ჩანს რომ დასავლურ მედიას სიცრუის გავრცელების გამო მორალური დილემა არ აქვს, რადგან ისინი ამით პატრონების პოლიტიკურ კურს ატარებენ.

„Reuters-ის შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპაში მიმდინარე ომის შეუფერხებლად გაგრძელებას აქვს როგორც სამხედრო ასევე მძლავრი მედია-მხარდაჭერა. როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან.

მსგავსი პრაქტიკა ომის გაგრძელების ლეგიტიმაციას, შეთანხმებისკენ მიმავალი პროცესების დისკრედიტაციას და იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას ემსახურება, რომელთათვისაც კონფლიქტის შეწყვეტა სტრატეგიულად არახელსაყრელია. Reuters-ის მიერ გავრცელებული სიცრუის შემდეგ, დასავლური მედიის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოყენებული მიკერძოებული და დისკრედიტაციული მიდგომა გასაკვირი არ არის და ნათლად ჩანს რომ დასავლურ მედიას სიცრუის გავრცელების გამო მორალური დილემა არ აქვს, რადგან ისინი ამით პატრონების პოლიტიკურ კურს ატარებენ და საინფორმაციო ზეწოლას ახორციელებენ.“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი