შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით. ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო - ვერ წარადგინეთ „უტყუარი მტკიცებულებები“ თუ არ გაწყობდათ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 23 დეკემბერი 2025, 16:49

შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გრიგოლ ლილუაშვილთან სასამართლო დავის წაგებასთან დაკავშირებით.

სამხარაძე კითხვით მიმართავს ოპოზიციურ ტელევიზიებს მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით „ვერ წარადგინეთ სასამართლოში პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ?“.

„შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო პრეტენზია რომ გაქვთ, გწყინთ, როცა ხალხში მატყუარების სახელი გაქვთ და შავნოდარას ბლუკუნით იყენებთ სიტყვათა კავშირს - “უტყუარი მტკიცებულებები”. ვერ წარადგინეთ სასამართლოში, პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ? საკუთარ რეპუტაციაზე თქვენ არ ზრუნავთ და შეგუებულებიც ხართ საზოგადოებისგან სამართლიან კრიტიკას, ფული კიდევ ყველაზე მეტად გიყვართ და რა წააგეთ ლილუაშვილთან სასამართლო დავაში წაგებით? არაფერიც! პირიქით უფრო მეტი თვალის დახუჭვა და ხელშეწყობა! უხ თქვენი ანიტა თავი არ გაიშვას! ხალხმა ყველაფერი იცის და აბოლეთ ერთმანეთი!“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი