გრიგოლ ლილუაშვილი მოქმედებდა უკანონოდ, იღებდა ქრთამს, და ამით არღვევდა სამართლის იმ მოთხოვნებს რისი შესრულების ვალდებულებაც თავად გააჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 23 დეკემბერი 2025, 17:09

კორუფციას მიეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთი ფორმა როგორიცაა მექრთამეობა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში სწორედ ამ ბრალდებით, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს - წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, გამოდის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, თავად უგულებელყოფდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ - ერთს, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეს არის დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემაა. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ-ერთია კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება.
კორუფციას მიეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთი ფორმა როგორიცაა მექრთამეობა.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში სწორედ ამ ბრალდებით, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
გამოდის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, თავად უგულებელყოფდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ - ერთს, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.

მოქმედებდა უკანონოდ, იღებდა ქრთამს, და ამით არღვევდა სამართლის იმ მოთხოვნებს რისი შესრულების ვალდებულებაც თავად გააჩნდა და მეტიც, ჰქონდა მაღალი პასუხისმგებლობა თავად ყოფილიყო ამ მოთხოვნათა დაცვის გარანტორი.“ - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი