უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს, სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 11 იანვარი 2026, 00:11

აქაური უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ღნავიან და ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს.გაიხსენეთ ჯერ იყო და ნატრობდნენ: მაედანს, შემდეგ სირიას, შემდეგ ყაზახეთს, შემდეგ უკრაინას, შემდეგ ნეპალს, ახლა კიდევ ვენესუელას და ირანს. ამას 24 საათის განმავლობაში აკეთებენ ქვეყნის მტრების მიერ დაფინანსებული ე.წ. ოპოტელევიზიებისა და ქუჩაში მობოდიალე ე.წ. აკაცუკების მეშვეობით- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ღალატი და სამშობლოს მტრობა ადამიანის სულის ისეთივე თანამგზავრია, როგორც სიკეთე და სამშობლოს სიყვარული.

„გამოდის ამ აკაცუკებად წოდებულ სუბიექტებს ანუ საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს, ერის, ბერის, მრევლის მოძულეებს სულმოუთქმელად სურთ ჩვენი ბავშვების, ქალების, მოხუცების, უმწეოების ხოცვა-ჟლეტა, საქართველოს და მისი მოსახლეობის საბოლოოდ აღგვა პირისაგან მიწისა. ასე რომ არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე, ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი პირდაპირი ეთერებით ითხოვდეს სულ მცირე ქვეყნის უკრაინიზაციასა, ვენესუელიზაციას, ირანიზაციას... ხომ წარმოგიდგენიათ ომის წინ რამდენი ასეთი აკაცუკი ჰყავდა მოწინააღმდეგედ გორელი მეჩექმის ბიჭს. ჰიტლერის თავდასხმისთვის დროს ისინი ისე რომ დაეტოვებინა, როგორც ჩვენთან არიან აგერ 13 წელია, რას დამართებდნენ მის საპატრონოდ ჩაბარებულ ქვეყანას? მიუხედავად უმკაცრესი ღონისძიებისა ვლასოვმა და არა მარტო მან მთელი არმია და დივიზიონი ჩააბარეს ალიოზოვიჩს... ამათ გასაქანი და საშუალება რომ მისცე, მათთვის მიუღებელ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს სათითაოდ წამებით ამოაძრობენ სულს, რასაც აკეთებდნენ კიდევაც 2004-2012 წლებში. ასე, რომ ღალატი და სამშობლოს მტრობა ადამიანის სულის ისეთივე თანამგზავრია, როგორც სიკეთე და სამშობლოს სიყვარული. იმიტომ არის შექმნილი სახელმწიფო, რომ ასეთებს მიუჩინოს ისტორიული ვირის სააბანოეთი, რომელსაც საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე სრულიად დამსახურებულად იმსახურებენ. P.S. თუ ვცდები ამ პერსონალიებს შეფასებაში, რომლებიც დაუფარავად დღისით-მზისით, ღამით, ყოველ წუთსა და წამს აჟიტირებულნი, აღტკინებულნი მოუწოდებენ, ითხოვენ, ელოდებიან ქვეყანაში სისხლისღვრას. სახელმწიფოს მიერ შემოწმებული იქნან შერაცხადობაზე და შესაბამისად ვუმკურნალოთ. ქუტირში(ხონი) ფსიქიატრიულ საავადმყოფოდან ადგილები ბლოკადას კორპუსების მისამატებლად“- წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი