ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის „ერთი ადგილი აღარ გექნებოდა“ ამდენი გეყბედა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 13 იანვარი 2026, 16:55

ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის „ერთი ადგილი აღარ გექნებოდა“ ამდენი გეყბედა! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი ტერორიზმში ბრალდებული, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ის მკაცრი რეჟიმის ციხეში მამუკა მდინარაძის დავალებით მოათავსეს.

სადღობელაშვილი, აშშ-ის და ისრაელის ციხეების მაგალითზე წერს, თუ როგორ ეპყრობიან სხვა ქვეყნებში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ადამიანებს და აცხადებს, რომ ზოგადად არსებობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი შინაგანაწესი.

„საოცარი პირდაპირ!

ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაპატიმრებული მოძალადე პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს მოძალადე და ტერორისტი ელისაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მდინარაძეს დავალებით მოათავსეს (სასაცილოდ არ მყოფნის თითქოს სხვა ტერორისტები ლიუქს პალატებში იყვნენ მოთავსებულები)!

ვციტირებ პოტენციური ტერორისტის ფრაზას : „მისი დავალებით ვარ უმკაცრეს ციხეში. 2 თვეა ფრჩხილი ვერ მოვიჭერი, საკვნეტელა ვერ ვიყიდე ციხის მაღაზიაში. 1 თვე პლასტმასის ტაშტი არ მომცეს. დაბადების დღეს გავარკვევ როდის აქვს და ეს ტაშტი უნდა გავუგზავნო ნახმარი“.

- ძვირფასო ალეკო შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს გეფიცები იმის „ერთი ადგილი აღარ გექნებოდა“ ამდენი გეყბედა! გუანტანამოს პატიმრებს ფრჩხილები საერთოდ არ აქვთ! ტაშტს კი არა, მზის შუქს ნატრულობენ ისრაელის ციხეებში პალესტინელები! ზოგადად კი გეტყვით, რომ ეგეთი შინაგანაწესია პენიტენციურ სისტემაში (ვინც ნამყოფია დამეთანხმება), პოტენციურ ტერორისტებს და არა მარტო მათ, არ მიეცეთ ბასრი საგნების შეძენის უფლება, მეტიც - წვერის გაპარსვის დროს ბადრაგი უნდა აკვირდებოდეს პროცესს და შემდეგ ართმევდეს საპარსს…

P.S. ისე კარგი იქნება ამ არაადეკვატურთან ფსიქიატრს თუ შეუშვებენ დასალაპარაკებლად, აშკარად უჭირს!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი