გამოავლინეს უკრაინის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს. ზოგიერთი წყარო აკავშირებს იულია ტიმოშენკოს, სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 14 იანვარი 2026, 11:00

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშინას“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს და პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის დავით არახამიას ოფისში.

ქართველიშვილის თქმით, გამომძიებლები უმაღლესი რადას ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ, ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, სხვა დეპუტატების მიმართ ქრთამის შეთავაზებასა და მოსყიდვის მცდელობას ედავებიან.

„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (САП) ახორციელებენ საგამოძიებო მოქმედებებს (ჩხრეკას) მთელ რიგ ლოკაციაზე. ჩხრეკა ტარდება იულია ტიმოშენკოს (პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი) და დავით არახამიას (უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი) ოფისებში, ასევე თავად პოლიტიკოსების საცხოვრებელ, ან სხვა მათთან დაკავშირებულ ლოკაციებზე.

საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება ეჭვს - პარლამენტარების მოსყიდვასთან დაკავშირებით, კანონპროექტებზე კენჭისყრისას, მათი ხმების მიღების მიზნით.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე განიხილება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე-4 ნაწილის ფარგლებში (თანამდებობის პირისთვის უკანონო სარგებლის შეთავაზება, დაპირება ან გადაცემა), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით.
უკრაინული მედიის ცნობით, გამომძიებლებმა გამოავლინეს მაღალი რანგის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს კონკრეტულ კანონპროექტებზე „კი“ ან „არა“ ხმის მიცემის სანაცვლოდ. ზოგიერთი წყარო პირდაპირ აკავშირებს ამ საქმეს იულია ტიმოშენკოსთან, ხოლო სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიას მონაწილეობაზე.

გაკეთდა ოფიციალური კომენტარებიც. НАБУ-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება. ამ დროისთვის იულია ტიმოშენკოს და დავით არახამიას არ გაუკეთებიათ საჯარო, შინაარსობრივი კომენტარი შესაძლო ბრალდებებთან დაკავშირებით...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი