მაია სანდუს განცხადებაზე: მალე „საერთაშორისო რადარებზე“ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი „მეორე ფრონტი“ რუსეთთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 14 იანვარი 2026, 12:25

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის „რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მისცემდა“.

ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ მალე გაჩნდება ახალი ცხელი წერტილი და დასავლეთისთვის სანატრელი „მეორე ფრონტი“ რუსეთთან.

„იმედის“ ეთერში ნახევრად ხუმრობით ვთქვი, რომ წელს უნივერსიტეტებში აქტუალურობას კარგავს „საერთაშორისო სამართალი“, როგორც საგანი, ხოლო სკოლებში, გეოგრაფიის სწავლება. და ეს მანამ, სანამ არ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო მართლწესრიგი და განახლებული გეოგრაფიული რუკები.

მოლდოვაში იწყება ახალი ამბავი. ქვეყნის პრეზიდენტმა რუმინეთთან გაერთიანების საკითხი წამოწია. ამის წინააღმდეგ უკვე გაილაშქრა ქვეყნის სამმა მნიშვნელოვანმა სუბიექტმა: დნესტრისპირეთი, გაგაუზიის ავტონომია და „სოციალისტების ოპოზიციური პარტია“. ამ ახლად გაჩენილ ცეცხლს ნავთი გადაასხა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა დიასპორების საკითხებში ევგენი ტომაკმა განცხადებით - რუმინეთი მზადაა ამ საკითხზე მოლდოვასთან მოსალაპარაკებლად.

ასე რომ, მალე „საერთაშორისო რადარებზე“ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდება და დასავლეთისთვის ესოდენ სანატრელი „მეორე ფრონტი“ რუსეთთან. სულ რომ „არ შევიმჩნიოთ“ შიდაპოლიტიკური მღელვარება ამ თემაზე, გამორიცხულია კრემლმა ამ იდეის ხორცშესხმას იგნორირება გაუკეთოს. ქართველებს კი მორიგ ჯერზე გვებადება განცდა, რა „უინტერესოდ“ ვცხოვრობთ და მსოფლიოს საინფორმაციო სივრცის breaking news-ს მოწყვეტილები ვართ. „ვჭამთ“ ამ მშვიდობას, სიმშვიდეს და საზეიმოდ ვაგრძელებთ იანვრის თვის "უქმად" გამოცხადებას...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ
ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა
პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო?“ - პირველი ბზარი „ნაცმოძრაობის“ ერთობაში
გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
ზაალ ანჯაფარიძე: გუშინდელმა დებატებმა „რუსთავი-2“-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ინტელექტუალების დეგრადაციის ახალი დონე
არქივი