გერმანიის ელჩზე: მორიგი ფარული სერობა რადიკალურ ჯგუფებთან ირიბი დასტურია იმის, რომ როგორც ჩანს საელჩო უკმაყოფილოა მის მიერ აქაურ რადიკალებზე გაცემული გრანტების ნულოვანი ეფექტით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 17 იანვარი 2026, 13:12

არ გამიკვირდებოდა, თუ ასეთი შეხვედრა შედგებოდა და სწორედ გერმანიის ელჩთან, რომელიც ღიად გულშემატკივრობს რუსთაველზე გამოყრილ რადიკალებს, ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე, 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მორიგი ფარული სერობა რადიკალურ ჯგუფებთან, ირიბი დასტურია იმის, რომ როგორც ჩანს საელჩო უკმაყოფილოა მის მიერ აქაურ რადიკალებზე გაცემული გრანტების ნულოვანი ეფექტით, და მათგან მოქმედების მეტ რადიკალიზაციას ითხოვს.

„მე არ გამიკვირდებოდა, თუ ასეთი შეხვედრა შედგებოდა და სწორედ გერმანიის ელჩთან, რომელიც ღიად გულშემატკივრობს რუსთაველზე გამოყრილ რადიკალებს, ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული. ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ შარშან სექტემბერში გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობისგან დაჟინებით ითხოვდა, რომ დაეშვათ გამონაკლისი გრანტებზე კანონში, რომ გერმანულ დონორებს თავისუფლად შეძლებოდათ აქაური ენჯეოების დაფინანსება, რაზეც უარი მიიღო.

ეს მორიგი ფარული სერობა რადიკალურ ჯგუფებთან, ირიბი დასტურია იმის, რომ როგორც ჩანს, საელჩო უკმაყოფილოა მის მიერ აქაურ რადიკალებზე გაცემული გრანტების ნულოვანი ეფექტით, და მათგან მოქმედების მეტ რადიკალიზაციას ითხოვს.

იმედია, მათ ვისაც ეს ეხება, პასიური დამკვირვებლების როლში არ დარჩებიან და პრევენციული ზომები იქნება მიღებული.

საგულისხმოა ისიც, რომ ელჩის საკონტაქტო პირად შერჩეულია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის წევრი. ციხიდან გამოსული ჯაფარიძე კი აქტიურად მორიგ ჯერზე ცდილობს ოპოზიციის ერთობის შეკოწიწებას აქციების ახალი ტალღის ასაგორებლად.“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
არქივი