უსინდისო პატიმრების ოჯახის წევრებმაც და დავალების მიმცემებმაც იციან, რომ დანაშაულის აღიარების გარეშე არანაირი შეწყალება არ იქნება. ქმნიან ყალბ მოლოდინებს, რომ წარმოაჩინონ, როგორი „ულმობელია“ ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 19 იანვარი 2026, 18:37

როგორი დაუნდობელი და ცინიკოსია ყველა, ვინც ეს ბინძური სცენარი ჯერ მოიფიქრა - შემდეგ სისრულეში მოიყვანა და უსინდისო პატიმრის ასევე უსინდისო მშობლები რადიკალური ოპოზიციის პიარისთვის და ხელისუფლების დისკრედიტირების მცდელობისთვის გამოიყენა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისივე თქმით, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების გარეშე არანაირი შეწყალება არ იქნება და ამ ყალბი მოლოდინებით ცდილობენ ხელისუფლება „ულმობელად“ წარმოაჩინონ.

„როგორი დაუნდობელი და ცინიკოსია ყველა, ვინც ეს ბინძური სცენარი ჯერ მოიფიქრა - შემდეგ სისრულეში მოიყვანა და უსინდისო პატიმრის ასევე უსინდისო მშობლები რადიკალური ოპოზიციის პიარისთვის და ხელისუფლების დისკრედიტირების მცდელობისთვის გამოიყენა.

დღეს დილიდან მოძალადე მსჯავრდებულის ოჯახის წევრები არიან ციხესთან შეკრებილნი, ხოლო პატრონები მათ აქმნევინებენ ყალბ მოლოდინს, რომ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა ისინი შეიწყალოს.

ამ დროს, უსინდისო პატიმრების ოჯახის წევრებმაც და მათთვის დავალების მიმცემებმა კარგად იციან, რომ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების გარეშე არანაირი შეწყალება არ იქნება.

სწორედ ამიტომაც ქმნიან ყალბ მოლოდინებს, რომ შემდეგ სცადონ და წარმოაჩინონ - როგორი „ულმობელია“ ხელისუფლება.

ამ დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ყველა მოძალადე, რომელმაც აღიარა დანაშაული და სიტყვიერად მაინც მოინანია, შეეხო ჰუმანური დამოკიდებულება და ისინი ახლა ციხის გარეთ არიან.

რაც შეეხება მოძალადე, უსინდისო პატიმრებს - მათ არათუ მოინანიეს რაიმე, პირიქით, იმუქრებიან რომ სასჯელის მოხდის შემდეგ უარესს ჩაიდენენ, ხოლო პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილი მიაჩნიათ.

ამ მოცემულობაში, როდესაც ყველაფერი დღესავით ნათელია - პატიმრის ოჯახის წევრებს ბინძური სცენებისა და პროპაგანდის მოსაწყობად იყენებენ ისე, რომ იოტისოდენა სინდისის ქენჯნაც კი არ აქვთ...“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა
დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
დავით ქართველიშვილი: მაკრონის ინიციატივა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა შიდაევროპული კონკურენცია
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
ეკა კუპატაძე: თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით, რომ სხვაზე ძალადობენ, დამიკავშირდით მესენჯერში, ან ნომერზე
არქივი