მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა, არ გვსურს, ბრიუსელმა საქართველოს მთავრობას ლექციები უკითხოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 23 იანვარი 2026, 16:34

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა, არ გვსურს, რომ ბრიუსელმა საქართველოს მთავრობას ლექციები უკითხოს, - განაცხადა უნგრეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ლორენც ნაჩამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

მან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებზეც შეხვედრაზე იმსჯელეს.

„ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები - ქრისტიანული, ოჯახის ღირებულებები, ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ორივეს გვსურს მშვიდობა. ვისაუბრეთ ენერგეტიკის საკითხებზე, „მწვანე დერეფანზე“, საქართველო-უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მშვიდობაზე. ჩვენს ქვეყნებს სურთ მშვიდობა და ომის თავიდან არიდება. ცხადია, საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ჩვენი ქვეყნების მთავრობები საკუთარი ხალხისთვის შრომობენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა, არ გვსურს, რომ ბრიუსელმა საქართველოს მთავრობას ლექციები უკითხოს. საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ლეგიტიმური, არჩეული მთავრობაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანსა და საქართველოს მთავრობას“, - განაცხადა ლორინც ნაჩამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი