საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ მოგვიწევს რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბარი. სავალალოა, რომ ეს საუბარი ჯობდა უკრაინის ომამდე გამართათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 23 იანვარი 2026, 19:00

ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში, რასაც ვადევნებთ თვალს, ევროპა ხვდება, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან აშშ-სთან ერთად როგორც თანაბარი მოთამაშე, დიდი ხანია აღარ ზის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ ევროპის და ამერიკის ურთიერთობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროპის მოსაზრებებს ფაქტობრივად აღარ ითვალისწინებენ არც უკრაინის საკითხში და არც სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. ეს დაძაბულობა შენარჩუნებული იქნება უახლოეს პერიოდში.

„დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ მოგვიწევს რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბარი. ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთის მაღალჩინოსნის პოზიცია. სავალალო ის არის, რომ ეს საუბარი ჯობდა უკრაინის ომამდე გამართათ, რადგან ასეთი რანგის თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ იმის უნარი, რომ რამდენიმე წლით წინ გაიხედონ, რა პროცესები შეიძლება განვითარებულიყო და უკრაინის ომის მსვლელობაც განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო მათთვის.

ჩვენ გვესმოდა ის, რომ უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება და დღეს 4 წლის შემდეგ, როცა ვხედავთ რა მდგომარეობაშია უკრაინის ინფრასტრუქტურა, რამხელა მსხვერპლი გაიღო ამ ქვეყანამ და ერმა ამ ომში, დღეს იწყებენ საუბარს, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ მოუწევთ რუსეთთან უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბარი და იქნებ ომამდე სჯობდა“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივებზეც.

„ზელენსკი არა უბრალოდ კრიტიკული იყო, არამედ საკმაოდ უხეში ზოგადად ევროკავშირის და ევროპის მისამართით, განსაკუთრებით იუხეშა მან ვიქტორ ორბანთან მიმართებით. ვფიქრობ ეს პოლიტიკა წამგებიანია ზელენსკისთვის, თუ ფიქრობს, რომ გადაერთვება ტრამპის მხარეს და ამით გაიმყარებს პოზიციებს, ეჭვი მეპარება. ცოტა უმადურობაც არის ევროპასთან მიმართებით, რადგან ძალიან დიდი რესურსები გაიღო ევროპამ მისთვის“, - განმარტა სალუქვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი